ბლოგი

Ultra Fast Combo AutoFem

Ultra Fast Combo AutoFem

https://indica.ge/image/cache/catalog/ultra-fast-combo-500x500.jpg

THC : >27%

ყვავილობა : 55 - 60 დღე

ჯიში : Indica

სიმაღლე : 80 - 120 სმ

მოსავალი: x 300 - 500 გ/მ2

რაოდენობა:

75 ₾

1 ცალი

აღწერა

კომპლექტში შემავალი ჯიშები: Auto 77 Days, Auto Afghan Bullet, Auto Deadryder, Auto Gagarin Fast

Ultra Fast Combo-ს კომპლექტში შედის 4 ყველაზე სწრაფად მომწიფებადი ჯიში. სელექციონერების და გაუმჯობესებული გენეტიკის წყალობით, ეს ჯიშები მცირე ზომის და ხანმოკლე სიმწიფის პერიოდით გამოირჩევიან. Auto Deadryder (THC 19%) არის Lowryder-ის შედარებით ძლიერი ვერსია, რომელიც მექსიკიდან და ავღანეთიდან წარმოიშვა. Auto Gagarin Fast (THC 27%) გამომდინარეობს იამაიკის, ჰავაის და ავღანეთის კანაფის ლანრეისისგან (ე.წ ველური კანაფი), ამ ძლიერ და ფისოვან შტამს აქვს ტროპიკული ხილისა და სანელებლების არომატი. Auto Afghan Bullet (THC 20%) არის ავტოყვავილოვანი ჯიში მაღალმთიანი ავღანეთიდან. სხვადასხვა სახეობის ინდიკას შეჯვარების შედეგად მიღებული ჰიბრიდი — Auto 77 Days (THC 21%), რომელიც წარმოიშვა ცენტრალური აზიიდან და შესაბამის გარემო პირობებში მწიფდება 77 დღეში.

Ultra Fast Combo — მცენარის გაზრდა 

Ultra Fast Combo-ში შემავალი სახეობები ყვავილობას თესლის აღმოცენებიდან 4 კვირის შემდეგ იწყებენ. ვინაიდან ყვავილობას 8 კვირამდე სჭირდება, გაზრდის და დასრულების პროცესი 11-12 კვირა გრძელდება. ძლიერი სიცხე და გროვერის მიერ დაშვებული სპონტანური შეცდომები არ ქმნის არანაირ დაბრკოლებას, მთავარია ავტოყვავილოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელი ძირითადი წესების დაცვა: ავტოყვავილოვანი მცენარეების გადარგვა, გასხვლა, ან მოტეხვა არ შეიძლება. Auto 77 Days ღია სივრცეში იზრდება 90 სმ-მდე, დახურულ გრუნტში დაახლოებით 50-75სმ. Auto Deadryder როგორც წესი იზრდება 60-75 სმ. Auto Gagarin და Auto Afghan Bullet დახურულ გრუნტში 80-100სმ, ხოლო ღია გრუნტში 120სმ-მდე იზრდება. მცენარის დახურულ გრუნტში გაზრდისას ვეგეტაციის პერიოდში, შესაძლებელია LST, ან ScroG მეთოდის გამოყენება. მხოლოდ სწორი ვარჯიშის, სასუქის თანაბარი რაოდენობის, ოპტიმალური განათების (75 ვტ თითო მცენარეზე) და მორწყვის შედეგად მიიღებთ მოსავლის იმ რაოდენობას, რაც ჯიშების აღწერილობაშია მოცემული. ღია გრუნტში ვარჯიში საჭირო არაა, მაგრამ ცხელ და მშრალ ამინდში ბუჩქების დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია. მარიხუანა უნდა მორწყათ დილის 9:00 საათამდე და საღამოს 21:00 საათის შემდეგ. ამ ნაკრებში შემავალი 4 ბუჩქი იძლევა 1200-1500 გრამ მოსავალს.


Ultra Fast Combo – ეფექტი

ეფექტიიგრძნობა ინდიკას ჯიშებისთვის დამახასიათებელი “სხეულის თრობის” თავისებურება.ამ კომპლექტში შემავალი სახეობებიდან ყველაზე ძლიერი ეფექტი Auto Gagarin Fast-ს აქვს. მისი მოხმარება უმჯობესია დოზირებულად, საღამოს საათებში. Auto Deadryder და Auto 77 Days კარგია დილის საათებში მოწევისთვის – ხსნის ნაბახუსევს და აუმჯობესებს განწყობას. Auto Afghan Bullet-ს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და რელაქსაციური ეფექტი, სასურველია მისი მოხმარება დღის მეორე ნახევარში. Ultra Fast მარიხუანას თესლების ნაკრებში შედის სხვადასხვა და განსხვავებული ტიპის 4 სახის ინდიკა. ეს საშუალებას გაძლევთ განიცადოთ სხვადასხვა ტიპის გონებრივი ბურუსი.

3 კომპლექტის ფასი 200 ლარი

6 კომპლექტის ფასი 360 ლარი

მიმოხილვა (0)
დაწერეთ თქვენი შეფასება



    ცუდი           კარგი