ბლოგი

Exotic Combo Autofem

Exotic Combo Autofem

https://indica.ge/image/cache/catalog/exotic-combo-pack-500x500.jpg

THC : <25%

ყვავილობა : 9 კვირა

ჯიში : Indica / Sativa

სიმაღლე : 120 - 160 სმ

მოსავალი: x 500 - 750 გ/მ2

რაოდენობა:

75 ₾

1 თესლი

აღწერა

კომპლექტში შემავალი ჯიშების სია: Auto Blue Cheese / Auto Big Bang / Auto Candy / Auto Jamaica

თუ გსურთ შეიძინოთ ხილის არომატის მქონე კანაფის თესლი, მაშინ Exotic Combo-ს კომპლექტი თქვენთვისაა შექმნილი. Exotic Combo-ს კანაფის ჯიშების ყვავილოვანი, კენკროვანი და თაფლისფერი ტონები უზრუნველყოფს სრულყოფილი მცენარის გაზრდას, სხვადასხვა გემოებით და ინდივიდუალური ეფექტით. Auto Candy (THC 20%) შტამი იამაიკის და კუბის პოპულაციიდან, დამახასიათებელი კარამელის არომატით. იასამნისფერი შეფერილობის მქონე Auto Blue Cheese (THC 21%) გამოირჩევა ყველის პიკანტური ნოტებით და ხელსაყრელი გაზრდის პირობებით. ტაილანდურ-ავღანური კანაფი Auto Big Bang (THC 20%) სატივა ველური კენკრის არომატით. და ბოლოს, Auto Jamaica (THC 25%) ე.წ იამაიკური ავტოყვავილი, რომელიც სატივას გავლენით თაფლისა და ტროპიკული ხილის სურნელითაა წარმოდგენილი. Exotic Combo-ში შემავალი ყველა პროდუქტი არა მარტო ეგზოტიკური სურნელით გამოირჩევა, არამედ მარტივია გაზრდის მხრივადაც. თითოეულ პროდუქტს აქვს გარანტია, აუცილებელია შეინახოთ შეფუთვა გახსნის შემდეგ.


Exotic Combo — გარეგნული მახასიათებლები

კომპლექტში არსებული თითოეული სახეობის სიმაღლე 120 სმ-მდეა. ღია გრუნტში მცენარის სიმაღლე მერყეობს 150-160 სმ-ის ფარგლებში. (განსაკუთრებით Auto Jamaica და Auto Blue Cheese). ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების გადარგვა არ შეიძლება, ვინაიდან ავტოყვავილოვანი მცენარეებისთვის ეს დაუშვებელია. სასურველია, რომ შენობის შიგნით, პატარა ჯიშებისთვის აირჩიოთ 16 ლიტრიანი მოცულობის ქოთნები (Auto Candy და Auto Big Bang), ხოლო დანარჩენი ჯიშებისთვის 20 ლიტრიანი ქოთნები. მცენარის ვეგეტაციის პერიოდში, ნაყოფიერი მცენარის გასაზრდელად, აუცილებელია ისეთი არასტრესული ვარჯიშების გამოყენება, როგორიცაა LST (მოხრა) ან ScroG. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი აღწერილობაში მითითებული მოსავლის მიღება. ყვავილობისას სუნი ძლიერდება და მცენარე სწრაფად იმატებს სიმაღლეში. 4-5 კვირის ბუჩქები იფარებიან მკვრივი ყლორტებით, ყვავილები იწყებენ მომწიფებას. ამ ეტაპზე სასურველია ჰაერის ტენიანობის კონტროლი(არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს). ყვავილობისას მცენარეები აქტიურად წარმოქმნიან ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, პოლისაქარიდებს და ტერპენებს, რის შედეგადაც იგრძნობა უფრო ტკბილი და მკვეთრი სურნელი. ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში, ტემპერატურის შემცირებით, Auto Blue Cheese გვევლინება მეწამულ, იისფერ და მოლურჯო ფერებში.


Exotic Combo — ეფექტი

ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების და მოსავლის შეგროვებით, სწორად გაშრობისა და დამუშავების შედეგად, მიიღებთ მრავალფეროვან ასორტიმენტს. ამ ასორტიმენტში პირველი ადგილი უკავია Auto Blue Cheese-ს. მისი მოხმარებით ადამიანი განიცდის კმაყოფილების და სიმშვიდის განცდას. Auto Candy-ის კარამელის მსუბუქი და სასიამოვნო გემო კარიბის ზღვის კუნძულებიდან მოდის. ეს შტამი ამშვიდებს კუნთოვან და ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს კომუნიკაციის დამყარებას და კარგია სხვადასხვა რელაქსაციური აქტივობების დროს. ეფექტური საშუალებაა მოწყენილობის გასაქრობად. Auto Big Bang ხსნის დაღლილობას, ანიჭებს სხეულს სიმსუბუქეს და აძლიერებს მიზიდულობას მამაკაცსა და ქალს შორის. Auto Jamaica-ს გავლენა ძლიერი ყავის მსგავსია, შეუძლია გამოიწვიოს უკონტროლო სიცილის ან თავბრუსხვევის შეგრძნება. თითოეული ჯიშის მოქმედება გრძელდება 2 საათამდე, ამის შემდეგ ჩნდება პოსტ-ეფექტური მდგომარეობა, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი საათი.

3 კომპლექტის ფასი — 200ლ

6 კომპლექტის ფასი — 360ლ

მიმოხილვა (0)
დაწერეთ თქვენი შეფასება



    ცუდი           კარგი