FAQ
ბალახს ყიდით?
● არა, ჩვენთან თქვენ მხოლოდ თესლსა და სასუქს შეიძენთ?
როგორ გავაღვივოთ?
● იმისათვის რომ თესლი გააღვივოთ მაქსიმალურად სწრაფად და სწორად, ამისათვის საჭიროა:ლამბაქზე დადოთ ბამბა რომელსაც დაასველებთ ნადგომი ნეიტრალური მჟავაის (PH 6-7)მქონე წყლით, დაყრით ზედ თესლს და დადებთ ბნელ და თბილ ადგილას. პერიოდულად უნდა დახედოთ ხოლმე ლამბაქს და შეამოწმოთ, რომ ის არ გამოშრეს და მუდმივად იყოს დანამული - დანამული და არა მორწყული! მთავარია გახსოვდეთ, თესლის გასაღვივებლად საჭიროა: თესლი,წყალი,სითბო,სიბნელე და დრო.
რამხელა ქოთანში დავთესო?
● გააჩნია მცენარის ზომებს.ავტო მოყვავილე ჯიშები რომლებიც იზრდებიან 1 მეტრამდე უმჯობესია ჩავრგოტ 12-15-ლიტრიან ქოთანში. დიდები,უხვმოსავლიანი აუტო მოყვავილე მცენარეები როგორიცაა Auto Opium, Auto Jamaica, Auto Gagarin, Auto AK-47 XL, Auto Big Demon, Auto Bob, Auto Candy, Auto Afghan Bullet საჭიროებენ 15-18-ლიტრიან ქოთნებს. ფოტოპერიოდული მცენარეები საჭიროებენ მინიმუმ 15-ლიტრიდან და უფრო დიდ ქოთნებს. მაგრამ გახსოვდეთ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და ჩვენი პროდუქციის დათესვა შეგიძლიათ უფრო პატარა ქოთნებშიჩ, მაგრამ ამ დროს დაზარალდებიან ისეთი პარამეტრები როგორიცაა სიმაღლე და მოსავალი.
როგორ ნიადაგში დავთესო?
● საჭიროა საკმაოდ მყარი და ამავდროულად მსუბუქი ნაზავი, მჟავიანობა(PH 5,5-7) ნორმირებული ნიადაგი, რომელიც გაამაგრებს ფესვთა სისტემას და ამავდროულად მარტივათ მიცემს ფესვებს საშუალებას რომ განვითარდნენ.
ლეგალურია თუ არა თესლის ყიდვა და ხომ არ ვარღვევ კანონს?
● დიახ, კანაფის თესლის ყიდვა აბსოლიტურად ლეგალურია. ვინაიდან მარიხუანას თესლი არ შეიცავს არცერთ ნარკოტიკულ ნივთიერებას, შესაბამისად მისი ყიდვა ლეგალურია და არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
როგორ გვაწვდით პროდუქციას?
● პროდუქცია გაწვდით 2 გზით:1.დიდ ქალაქებში მოგიტანთ ჩვენი კურიერი და ხელზე მოახდენთ ანგარიშსწორებას. 2.გიგზავნით საფოსტო გზავნილის მეშვეობით და ამანათი თქვენთანაა არაუგვიანეს 48-საათისა.
შეიძლება თუ არა გადავიხადო ყიდვის დროს?
● დიახ! მხოლოდ თბილისში და მხოლოდ საკურიერო მომსახურებისას.
როგორ მივიღო ამანათი ანონიმურად?
● შეკვეთილი პროდუქტის მიღების ადგილად უნდა მიუთითოთ თბილისი, სადაც ჩვენი კურიერი ხელზე გადმოგცემთ პროდუქციას. აგრეთვე ყველა გზავნილი არის ჩვენსმიერ კარგად შეფუთული და მის გაუხსნელად გამორიცხულია მესამე პირმა ნახოს თქვენი ამანათის შიგთავსი.
შეიძლება თუ არა გამოგონილი სახელი და გვარი მივუთითოთ?
● არა!!! რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ამანათის ფოსტიდან გატანას!
ცალობით ყიდით?
● დიახ, მაგრამ ცალობით ყიდვისას გექნებათ მხოლოდ ის არჩევანი რა საფირმო შეფუთვებიც იქნება გახსნილი იმ მომენტითვის! აგრეთვე ცალობით ყიდვის შემთხვევაში თესზლე არ ვრცელდება გარანტია. გარანტია ვრცელდება მხოლოდ საფირმო შეფუთვიტ ნაყიდ თესლზე.
რატომაა ძვირი?
● ჩვენი კანაფის მაღაზია ახდენს მაღალხარისხიანი კაკლების იმპორტს, ორიგინალ შეფუთვებში, გაღვივების გარანტიით მწარმოებლისგან. ჩვენი შოპის მიერ გაყიდული ყველა თესლი არის F1 თაობა. ჩვენთან თესლის ყიდვისას – კლიენტი ყიდულობს გარანტირებულად მაღალ ხარისხს.
როგორ მივიღო ბონუსი?
● ამისათვის საჭიროა გააფორმოთ მინიმალური შეკვეთა, ჩვენთან საჩუქარი არის ნებისმიერ შეკვეთაში თუმცა რაც უფრო დიდია შეკვეთა მით უფრო დიდია ბონუსი. რაც შეეხება საბითუმო შესყიდვებს საბითუმო შემსყიდველები მიიღებენ ბონუსებს ორიგინალი შეფუთვებით.
რამდენი თესლია ორიგინალ შეფუთვაში?
● ორიგინალ შეფუთვაში არის 6 ცალი თესლი, მაგრამ პოპულარულ ჯიშებს აქვთ 3 ცალიანი შეფუთვებიც. მცირე შეფუთვებზე დიდი მოთხოვნის გამო, მისი არსებობა საწყობში გადაამოწმოთ ჩვენს კონსულტანტებთან.
რამდენი გრამი ეტევა ასანთის კოლოფში და ჭიქაში?
● საშუალოდ ღვინის ჭიქაში ჩადის 25-დან 35-გრამამდე ხო ასანთის კოლოფში 2-2,5გრამამდე
რამდენი მცენარე ეტევა 1 კვადრატულ მეტრზე?
● ავტომოყვავილე მცენარეები ერთ კვადრატულ მეტრზე იზრდება 4-დან 6 ცალამდე მისი ზომის მონაცემებიდან გამომდინარე. ერთი ფოტოპერიოდული მცენარის (კლასიკური) ჯიში იკავებს 1-დან 3 კვადრატულ მეტრამდე.