ბლოგი

King-Size Combo AutoFem

King-Size Combo AutoFem

https://indica.ge/image/cache/catalog/king-size-pack-500x500.jpg

THC : <29%

ყვავილობა : 9 კვირა

ჯიში : Indica / Sativa

სიმაღლე : 120 - 165 სმ

მოსავალი: x 600 - 850 გ/მ2

რაოდენობა:

75 ₾

1 თესლი

აღწერა

ჯიშები კომპლექტში: Auto Moon Rock, Auto Pineapple Express, Auto Black Opium, Auto Pablo Escobar

შეიძინეთ King Size Combo კანაფის თესლის ნაკრები, თუ გსურთ გაზარდოთ მაღალმოსავლიანი მცენარე, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ დიდი წონით, არამედ არომატული ზეთების, ესენციური ფისებისა და კანაბინოიდების სიუხვით. ეგზოტიკური Auto Moon Rock ხასიათდება ძირტკბილას, ხილისა და პიტნის არომატით, მომდინარეობს ნეპალის და ავღანეთის სატივას შტამისგან. Auto Pineapple Express-ში ჭარბობს მსოფლიოში ცნობილი ჯიშების გენეტიკა, როგორებიცაა Cheese, Skunk — ეს ტკბილ-მჟავე ჰიბრიდი ძალზედ პოპულარულია კალიფორნიაში. ძლიერი ინდიკა ყურძნის არომატით — Auto Black Opium, გამოყვანილია ავღანეთის, ბრაზილიის და კოლუმბიის მცენარეების პოპულაციიდან. და ბოლოს, კოლუმბიელი Pablo Escobar, ძლიერი და ლამაზი სატივა, ოქროსფერი ვიზუალით და მანგოს არომატით.


King-Size Combo — გაზრდა და მახასიათებლები

ამ ნაკრების თითოეული ჯიში ვეგეტაციის სეზონს ასრულებს 4-5 კვირაში, ხოლო ყვავილობას ანდომებს 9-10 კვირა. სრული ციკლი გრძელდება 13-15 კვირა. მცენარის სიმაღლე დახურულ გრუნტში 100-130 სმ-ია, ღია გრუნტში — 150-165 სმ. მცენარე მდგრადია ტემპერატურის ცვლილებების მიმართ — რეგულარული მორწყვის შედეგად, ადვილად იტანს სიცხეს. აქვს შესანიშნავი იმუნიტეტი დაავადებების, სტრესის და პარაზიტების მიმართ. ყვავილობისას იგრძნობა ხილის მკვეთრი არომატი, რომელიც ოთხივე ჯიშს განსხვავებული აქვს. ღამით, დაბალი ტემპერატურის დროს, Auto Black Opium ყვავილობის ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, იძენს იისფერ შეფერილობას. King Size Combo-ში ჩამოთვლილი ჯიშების გადარგვა არ შეიძლება. აღწერაში მოცემული მოსავლის მისაღებად, საკმარისია მცენარისთვის განათებისა და სასუქის სწორი რაოდენობით მიწოდება. ასევე რეკომენდებულია ScroG და LST ტიპის ვარჯიშები. 4 ბუჩქიდან შეგიძლიათ 2500 გრამამდე სუფთა მოსავლის აღება.


King Size Combo — ეფექტი

King Size Combo-სგან გაზრდილი მცენარეების მაღალმოსავლიანობა და ეფექტი ნებისმიერ გროვერს გაახარებს. შთამბეჭდავი ეფექტი მეტად ნაცნობია კალიფორნიისა და ამსტერდამის მაცხოვრებლებისთვის. Auto Black Opium ინდოელი იოგების განუყოფელი ნაწილია, მისი ძლიერი რელაქსაციური ხასიათის გამო. ამ ჯიშს დამახასიათებელი ყურძნის სურნელი და ე. წ “მკვლელი’’ ინდიკას ეფექტი აქვს. დამამშვიდებელი ინდიკას ერთი-ერთი სახეა Auto Pineapple Express, რომელიც შედარებით მსუბუქი ეფექტის მომცემია, თუმცა შესამჩნევად ანელებს დროს, ამარტივებს კომუნიკაციას და ამძაფრებს ბედნიერების განცდას. Auto Moon Rock სატივას ჯიშების მსგავსად, ხასიათდება ორმაგი ბუნებით, რაც გამოიხატება მის როგორც დამამშვიდებელ, ისე ენერგიულ ჭრილში. მისი მოხმარებისას ადამიანს უჩნდება გულღია საუბრის და სხვადასხვა აქტივობებისადმი მკვეთრი ინტერესი. და ბოლოს, Auto Pablo Escobar ცნობილი ანტიდეპრესანტი და აფროდიზიაკი. აახლოვებს ადამიანებს კომუნიკაციის ძლიერი მოთხოვნილების და სიღრმისეული ფიქრების წყალობით. King-Size Combo-ში ჩამოთვლილ კანაფის ყველა ჯიშს აქვს ძლიერი და ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც გრძელდება 3 საათამდე.

3 კომპლექტის ფასი — 200ლ

6 კომპლექტის ფასი  360ლ

მიმოხილვა (0)
დაწერეთ თქვენი შეფასება



    ცუდი           კარგი