ბლოგი

One-Hit Combo AutoFem

One-Hit Combo AutoFem

https://indica.ge/image/cache/catalog/one-hit-package-500x500.jpg

THC : <31%

ყვავილობა : 9-10 კვირა

ჯიში : Indica

სიმაღლე : 120 - 165 სმ

მოსავალი: x 700 - 1000 გ/მ2

რაოდენობა:

75 ₾

1 ცალი

აღწერა

კომპლექტში შემავალი ჯიშების სია: Auto Opium, Auto Gagarin, Auto Overdose, Auto Gorilla #5.

One-Hit Combo-ს კომპლექტი შედგება Indica.ge-ს კოლექციაში შემავალი ყველაზე ძლიერი ავტოყვავილოვანი შტამებისგან. ამ ნაკრების სახელწოდება ითარგმნება როგორც "ერთი ამოსუნთქვა" (იგულისხმება ერთი ნაფაზი) რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ნაფაზი ყველასთვის არაა მიზანშეწონილი. THC და CBD (კანაბიდიოლების) მაღალი კონცენტრაციის გამო, One-Hit Combo-ს ჯიშები კლასიფიცირდება, როგორც სამედიცინო მოხმარების მარიხუანა. Auto Opium (THC 29%)  წარმოებულია ავღანური ინდიკასგან, თუმცა იგრძნობა ბრაზილიური სატივას ბუნებაც - ფისებით მდიდარ ჰიბრიდს დაკრავს კენკროვანი არომატი. არანაკლებ ეგზოტიკურია Auto Gagarin (THC 31%) — იამაიკისა და ჰავაის გენეტიკა ერთვის ავღანურ შტამს და წარმოქმნის ამ საეობას. Auto Overdose-ის (THC 26%) გენეტიკა შეიცავს L.S.D-ს (ძლიერი ეფექტის მქონე შტამი) და ერთ-ერთი ინდიკას გენოტიპს, რომელსაც აქვს მაღალი THC შემცველობა და ტკბილ-ცხარე არომატი. და ბოლოს, არაერთ კონკურსში გამარჯვებული შტამი Auto Gorilla #5 (THC 25%), გაუმჯობესებული გენეტიკური მასალით, რომელიც მომდინარეობს ჰავაის, ტაილანდის, კოლუმბიის, მექსიკისა და ავღანეთის შტამების პოპულაციიდან.


One Hit Combo — კანაფის მცენარის გაზრდა

ინდიკას დომინანტური გენის წყალობით, კომპლექტში შემავალი თითოეული სახეობა ადვილად იტანს სტრესულ გარემოს და კარგად ეგუება სიცხეს. ჩამოთვლილი ჯიშებიდან, არ შეიძლება რომელიმეს გადარგვა. თუ გსურთ მცენარის გაზრდა აუცილებელია სინათლის განსაზღვრული რაოდენობა, (დაახლოებით 120 ვატიანი განათება თითოეულ მცენარეზე ან მზიანი ადგილი გარეთ). აუცილებელია ასევე რეგულარული მორწყვა და ხარისხიანი სასუქების დამატება. ჰიდროპონიკურ მოწყობილობებში გაზრდისას უფრო მაღალი შანსია მიიღოთ ძლიერი მცენარე, თუმცა ჩვეულებრივ ნიადაგში გაზრდისას ასევე შეგიძლიათ საშუალოზე მაღალი მოსავლის მიღება, თითოეული ჩამოთვლილი ჯიშისგან. ყვავილობას 9-10 კვირა სჭირდება, ამ დროს ჩნდება მკვეთრი სუნი. Auto Gagarin-ის შემთხვევაში იგრძნობა ყავის და სხვადასხვა ხილის არომატი, ხოლო Auto Opium-ს კენკროვანი სურნელი აქვს. Auto Gorilla #5-ს აქვს ფიჭვისა და ძაღლის თმასთან მიმსგავსებული სუნი, Auto Overdose-ს კი თხილის, ფიჭვოვანი სურნელი, გაჯერებული ჯანჯაფილის ნოტებით. ღია გრუნტში მცენარის მომწიფება ხდება სექტემბრის შუა რიცხვებში, ან თვის ბოლოსკენ.


One-Hit Combo — ეფექტი

One-Hit Combo-ს ყველა სახეობას აქვს სამკურნალო თვისებები და ამიტომ, მათი მოხმარება იდეალურია ქრონიკული ტკივილის, მაღალი არტერიული წნევის, გულისრევის, კრუნჩხვებისა და კუნთოვანი სპაზმების მოსახსნელად. ინდიკას ბუნება ადამიანში ცვლის დროის შეგრძნებას, ყალიბდება მოთმინების უნარი, დუნდება ნერვული სისტემა, ქრება გაღიზიანებადობა. ეფექტი იგძნობა ფიზიკური კუთხითაც — მომხმარებელი მოდუნებულია და მარტივად იძინებს. პირველი მოწევიდან, სასურველია 7-10 წუთიანი დალოდება, ვინაიდან ეფექტი იგრძნობა ამ დროის გასვლის შემდეგ და სწრაფმა გამეორებამ, განსაკუთრებით გამოუცდელ მწეველებში, შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის ან ლოგიკური აზროვნების გაუარესება. კანაფის მოხმარება სასურველია დღის მეორე ნახევარში, ან საღამოს საათებში. გასათვალისწინებელი ფაქტორი: მძღოლებისთვის არ არის რეკომენდებული რომელიმე სახეობის მოხმარება One-Hit Combo-დან, იმ შემთხვევაში, თუ მეორე დღეს გიწევთ მანქანით გადაადგილება, რადგან საგრძნობლად ნელდება რეაქციის დონე. ეფექტი გრძელდება 3-4 საათი და საუკეთესო საშუალებაა საყვარელ ადამიანებთან, ან ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

3 კომპლექტის ფასი — 200ლ

6 კომპლექტის ფასი — 360ლ

მიმოხილვა (0)
დაწერეთ თქვენი შეფასება



    ცუდი           კარგი